ავტორი:

"თუ შემდეგ პარლამენტში მხოლოდ "ნაცები" და "ქოცები" იქნებიან, სჯობს, ვიზაზე და ბილეთზე "ვიჩალიჩოთ" და ქვეყნები შევარჩიოთ, სად უკეთესია ცხოვრების გაგრძელება" - ხვიჩია

"თუ შემდეგ პარლამენტში მხოლოდ "ნაცები" და "ქოცები" იქნებიან, სჯობს, ვიზაზე და ბილეთზე "ვიჩალიჩოთ" და ქვეყნები შევარჩიოთ, სად უკეთესია ცხოვრების გაგრძელება" - ხვიჩია

თუ შემდეგ პარლამენტში მხოლოდ „ნაცები“ და „ქოცები“ იქნებიან, მე მგონი, ერთობის შედგომას ჯობია, რომ ვიზაზე და ბილეთზე „ვიჩალიჩოთ" და ქვეყნები შევარჩიოთ, სად ჯობია ცხოვრების გაგრძელება, თუმცა ასეთი პესიმისტი არ ვარ, ქართველი ხალხის მჯერა და შეუძლებელი მგონია, რომ ისეთი იდიოტები ვიყოთ, რომ მარტო "ქოცები" და "ნაცები" ავირჩიოთ, - ამის შესახებ პარტია "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მხოლოდ სამი პარტიაა, რომელთაგან ორს რამდენიმე თანამგზავრი პარტია ჰყავს.

"ჩვენ საერთოდ მიგვაჩნია, რომ სულ სამი პარტია არსებობს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. აქედან ორი პარტია ერთი პარტიით კი არ გადის არჩევნებზე, არამედ 5-5, 6-6 თანამგზავრი პარტია ჰყავთ. აგერ, ორი დღის წინ "ქოცებმა" შექმნეს "ხალხის ძალა", ასევე "ნაცებმა" შექმნეს გვარამიას და მელიას გაერთიანება," - განაცხადა ხვიჩიამ.