ავტორი:

როგორი იქნება პარიზზე 5-ჯერ დიდი ელექტროსადგური, რომლის დანახვა კოსმოსიდან იქნება შესაძლებელი - მას ინდოეთის უდაბნოში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აშენებს

როგორი იქნება პარიზზე 5-ჯერ დიდი ელექტროსადგური, რომლის დანახვა კოსმოსიდან იქნება შესაძლებელი - მას ინდოეთის უდაბნოში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აშენებს

ინდოეთში პარიზზე 5-ჯერ დიდი ზომის ენერგიის საწარმო შენდება, რომლის დანახვა კოსმოსიდანაც შესაძლებელი იქნება და მთელი შვეიცარიისთვის სამყოფ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პროექტის წყალობით, დასავლეთ ინდოეთის კიდეზე მდებარე უნაყოფო მარილის უდაბნო სუფთა ენერგიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წყაროდ გარდაიქმნება.

ელექტროსადგურის აღმასრულებელი დირექტორი საგარ ადანი Adan Green Energy Limited-ის (AGEL) ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პროექტის მასშტაბები იმდენად დიდია, რომ მათემატიკით და დაანგარიშებით თავს აღარც იწუხებს.

საგარ ადანი არის გაუტამ ადანის, აზიის მეორე უმდიდრესი ადამიანის ძმისშვილი, რომლის $100-მილიარდიანი ქონება ინდოეთის ქვანახშირის უდიდესი იმპორტიორი და საწვავის მომპოვებელი Adan Group-ის დამსახურებაა.

დასავლეთ ინდოეთის შტატ გუჯარათში AGEL მზის და ქარის ელექტროსადგურს აშენებს, რომლის ღირებულება დაახლოებით, 20 მილიარდ დოლარს შეადგენს. ელექტროსადგურის მშენებლობა დაახლოებით, 5 წელში დასრულდება და ინდოეთის 16 მილიონ სახლს სუფთა ელექტროენერგიით მოამარაგებს. ინდოეთის გამომუშავებელი ელენერგიის 70%-ს ჯერაც ქვანახშირი შეადგენს.

საგარ ადანის ენერგიის საწარმო პარკი ინდოეთისა და პაკისტანის საზღვრიდან 12 მილის მოშორებით შენდება. ის 200 კვადრატულ მილზე მეტ მანძილზე იქნება გადაჭიმული და პლანეტის უდიდესი ელექტროსადგური გახდება.

"ეს რეგიონი ისეთი დიდი და გამოუსადეგარია, აქ არაა არც ველური ბუნება, არც მცენარეულობა, არც დასახლებები. ამ მიწის უკეთესი ალტერნატიული გამოყენება არ არსებობს",-ამბობს ადანი.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა