ავტორი:

"ჩემი დეიდაშვილი და უახლოესი მეგობარი ემიგრაციაში არიან, მსგავსი რამ „ნაცების“ დროს არ მოხდებოდა, იცით რატომ? – მილიონებს აშოვნინებდნენ..." - მამუკა მდინარაძე

"ჩემი დეიდაშვილი და უახლოესი მეგობარი ემიგრაციაში არიან, მსგავსი რამ „ნაცების“ დროს არ მოხდებოდა, იცით რატომ? – მილიონებს აშოვნინებდნენ..." - მამუკა მდინარაძე

პირდაპირი თაღლითობაა რიცხვი 800 000-ის მოტანა, ამაზე დიდი ტყუილი არ არსებობს, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ "ქართული ოცნების“ ხელისუფლების“ დროს ქვეყანა 800 000-მა მოქალაქემ დატოვა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია მხოლოდ ქვეყნიდან გასული მოქალაქეების რიცხვით სპეკულირებს და არ ასახელებს ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქეების რიცხვს.

"ამ წუთში ვინც მახსენდება, ჩემი დეიდაშვილი და ჩემი ერთი უახლოესი მეგობარი ორივე ემიგრაციაშია. მსგავსი რამ "ნაცების“ დროს არ მოხდებოდა, იცით რატომ? - მილიონებს აშოვნინებდნენ და მერე პარტიას დააფინანსებინებდნენ იქიდან. "ნაცების დროს ჩემს პოზიციაზე მყოფი ადამიანის არც დეიდაშვილი მოხვდებოდა ემიგრაციაში და არც მეგობარი, რადგან სადღაც დაასაქმებდნენ ნეპოტისტურად, რაღაც ბიზნესს ჩააბარებდნენ, წაართმევდნენ ვინმეს მის სასარგებლოდ. მათ დროს უმრავლესობის ლიდერის და პარტიის აღმასრულებელი მდივნის მეგობარი და დეიდაშვილი ემიგრაციაში ვერ მოხვდებოდა.

ვინც ახლა პირველი გამახსენდა, ფაქტობრივად ჩემი ოჯახის წევრები, დეიდაშვილი და ჩემი ერთი უახლოესი მეგობარი, ორივე ემიგრაციაშია და რა ვქნა ახლა დავიწყო ამით სპეკულირება, შეგაცოდოთ ის ხალხი და ამაზე ვილაპარაკოთ? პირდაპირი თაღლითობაა რიცხვი 800 000-ის მოტანა. ამაზე დიდი ტყუილი არ არსებობს. ამიტომ გახდით დასაცინები თქვენ და არა ემიგრანტები. აიღეთ ქვეყნიდან გასვლის ციფრი და არ აიღეთ შემოსვლის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.