ავტორი:

მღვდელმა თავისი ქალიშვილის შეყვარებულის მოსაკლავად მკვლელები დაიქირავა - აშშ-ში მომხდარი დანაშაულის დეტალები

მღვდელმა თავისი ქალიშვილის შეყვარებულის მოსაკლავად მკვლელები დაიქირავა - აშშ-ში მომხდარი დანაშაულის დეტალები

გასულ კვირას, კალიფორნიის პოლიციამ დააკავა მღვდელი, რომელმაც საკუთარი ქალიშვილის შეყვარებულის მოსაკლავად მკვლელები დაიქირავა. დანაშაული 2023 წლის ოქტომბერში მოხდა.

ხელისუფლების ინფორმაციით, 47 წლის სამუელ პასილასმა თითქმის 40,000 დოლარი შესთავაზა ხუან მანუელ კებრეროსს და კიდევ რამდენიმე მამაკაცს, რათა მისი ქალიშვილის მეგობარი ბიჭი მოეკლათ.

"გამოძიების დროს დეტექტივებმა აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომ პასილასი შეხვდა დაქირავებულ მკვლელებს და მიაწოდა დეტალური ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. დეტექტივებმა ასევე დაადგინეს, რომ დამნაშავეები კვირების განმავლობაში უთვალთვალებდნენ მსხვერპლს", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

დანაშაული გასული წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით საღამოს 7 საათზე მოხდა - მსხვერპლის მტკიცებით, ის შემთხვევის დროს მანქანაში იმყოფებოდა, რა დროსაც სხვა ავტომობილი მიუახლოვდა, შიგნით მყოფებმა კი ცეცხლი გაუხსნეს. ამის შემდეგ დაზარალებული თავად გადავიდა საავადმყოფოში, სადაც მას სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

პოლიციელებმა სროლის ადგილიდან მტკიცებულებების ამოღება შეძლეს. დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დაკავებულია. სროლის ფაქტზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. პოლიცია დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებს.