ავტორი:

თურქულმა ჯანდაცვის ჯგუფმა Medicana Health Group-მა თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თურქულმა ჯანდაცვის ჯგუფმა Medicana Health Group-მა თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თურქულმა ჯანდაცვის ჯგუფმა Medicana Health Group-მა თბილისში წარმომადგენლობა გახსნა.ოფისში შესაძლებელი იქნება კონსულტაციების მიღება სხვადასხვა დაავადების მკურნალობისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით. ოფისის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს თურქეთის საელჩოს წარმომადგენლებმა, თავად Medicana-ს სამედიცინო დირექტორმა, Medicana-ში მომუშავე ექიმებმა და საქართველოს ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებმა.

ოფისის გახსნისას Medicana-ს სამედიცინო დირექტორმა ნეჯიპ ქოზალიმ განაცხადა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ისტორიული და კულტურული კავშირების გარდა, თურქულ მხარეს სურს გააფართოვოს ეს ურთიერთობები ჯანდაცვის სფეროში და უფრო მსხვილი პროექტები განახორციელოს. მისივე თქმით, საქართველოდან თურქეთში სამედიცინო სერვისების მიღებაზე უდიდესი მოთხოვნაა. ამიტომ, „მედიკანას,“ როგორც ჯანსდაცვის ჯგუფს, სურს პაციენტებს უმაღლესი ხარისხის სერვისი შესთავაზოს.

Medicana Health Group-ი 16 საავადმყოფოს აერთიანებს, 5 მილიონ ამბულატორიულ და 500 ათას სტაციონალურ შემთხვევას უწევს მომსახურებას და 12 ათასამდე თანამშრომელს ითვლის. მისი ჰოსპიტლები მდებარეობს სტამბოლში, ანკარაში, იზმირსა და თურქეთის სხვა ქალაქებში. 1992 წელს დაარსებული Medicana Health Group არის თურქეთის ჯანდაცვის კერძო სექტორის ერთ-ერთი პიონერი და უცხოელ პაციენტებს შორის ერთერთი მოთხოვნადი ჯგუფია. ის ორიენტირებულია საგანმანათლებლო პროექტების განვითარებაზეც და ამ მიზნით Medicana Education Group-ი დააარსა, რომელსაც აქვს ამბიცია, ამ სფეროში ქვეყნის წამყვანი მოთამაშე გახდეს.

+995 32 333 34 04

+995 595 61 34 34

+995 595 06 34 34

მისამართი: საქართველო,თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N66

info.georgia@medicanainternational.com

R