ავტორი:

ბორჯომის მუნიციპალიტეტში სატვირთო ავტომობილი მტკვარში გადავარდა - დაიღუპა ერთი ადამიანი

ბორჯომის მუნიციპალიტეტში სატვირთო ავტომობილი მტკვარში გადავარდა - დაიღუპა ერთი ადამიანი

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული ავტომობილის მძღოლია, რომელიც მდინარე მტკვარში გადავარდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.