ავტორი:

"ქართული ფეხბურთისთვის დიდებული დღეა, ეჭვი არ მეპარება, რომ გავიმარჯვებთ... გოლსაც არ გავატანინებთ" - ილია თოფურია საქართველო-ლუქსემბურგის მატჩზე

"ქართული ფეხბურთისთვის დიდებული დღეა, ეჭვი არ მეპარება, რომ გავიმარჯვებთ... გოლსაც არ გავატანინებთ" - ილია თოფურია საქართველო-ლუქსემბურგის მატჩზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონის კატეგორიის ჩემპიონნა, ილია თოფურიამ საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის დაწყების წინ საკუთარი პროგნოზი გააკეთა. მისი თქმით, დარწმუნებულია საქართველოს მოგებაში, თანაც ისე, რომ ,როგორც თავად ვარაუდობს, მოწინააღმდეგე გოლის გატანასაც ვერ შეძლებს.

"სამშობლოში დაბრუნება ყოველთვის დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული, დღეს მითუმეტეს, ქართული ფეხბურთის ისტორიისთვის დიდებული დღეა, ეჭვი არ მეპარება, რომ გამარჯვებას მოვიპოვებთ და თან, ვერ ვითმენ იმას, რომ გავიდე ხალხთან და ეს გამარჯვება გავიზიარო...

ყოველთვის ვიძახი, რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება. ის ფაქტი, რომ დღეს ღმერთმა აქ მომიყვანა და უნდა დავესწრო ამ მატჩს, არ მიტოვებს იმის შანსს და ეჭვის შეტანის უფლებას, მე მგონია, რომ დღეს გავიმარჯვებთ... გოლსაც არ გავატანინებთ, 2:0-ს" - აღნიშნა თოფურიამ "იმედის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ დღეს 21:00 საათზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საკუთარ მედანზე ლუქსემბურგს დაუპირისპირდება. ილია თოფურია დინამო არენაზე ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე 15 წუთით ადრე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.