მოგზაურობა სტივენ კინგის ბნელ სამყაროებში: მწერლის 2 წიგნი მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებისთვის

მოგზაურობა სტივენ კინგის ბნელ სამყაროებში: მწერლის 2 წიგნი მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებისთვის

სტივენ კინგი სიტყვების ბნელი ხელოვნების უდავო ოსტატია, საშიში სამყაროების შემქმნელი, სადაც რეალობა და კოშმარი ერთმანეთში ირევა და საოცარ სიმფონიას ქმნის. სტივენ კინგის მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა მოიცავს ნაწარმოებებს, რომლებიც განსაკუთრებულად იპყრობს მკითხველის ყურადღებას თავისი უნიკალური ატმოსფეროთი, საიდუმლოებებითა და სიღრმით. ორი ასეთი შესანიშნავი ნამუშევარია "სალიმს ლოტი" და "ბნელი კოშკი".

კინგი ხშირად ამბობდა, რომ არ აქვს ჯანსაღი ფსიქიკა და სწორედ ეს მსუბუქი არაადეკვატურობა ეხმარება მას რთული სიუჟეტების მოფიქრებაში. მაგალითად, მწერალს ეშინია თვითმფრინავების და ფსიქიატრების. აქვს არაქნოფობია და ოცნებობს, რომ თავის ფობიაზე (ობობების შიში) დაწეროს ძალიან შთამბეჭდავი რომანი. ამასთან, სტივენი ტრისკაიდეკაფობიითაც იტანჯება. მას ეშინია 13 რიცხვის და ცდილობს ნებისმიერი საშუალებით გაექცეს მას.

სალიმს ლოტი

მაინის ტყეებში, ბნელ ქვეტყეში, სადაც ადამიანური შიშები იკვეთება მისტიკურ ძალებთან, ვითარდება ისტორია, რომელიც გვაიძულებს სულის ყველაზე ბნელ კუთხეებში ჩავიხედოთ. „სალიმს ლოტი“ ფსიქოლოგიური ტრილერის ჟანრის შესანიშნავი მაგალითია, სადაც ყოველი გვერდი დაძაბულობითა და ინტრიგებითაა გამსჭვალული. „სალიმს ლოტი“ - გამოგონილ ქალაქს ჰქვია, სადაც მოქმედება ვითარდება. პატარა წყნარ ქალაქში - 1319 ადამიანი ცხოვრობს.

ცნობილი მწერალი ბენ მეიერსი სალიმს-ლოტში ბავშვობის შიშების დასაძლევად და ახალი წიგნის დასაწერად მიდის. ქალაქში ის გაიცნობს გოგონას, სახელად სიუზენს და მათ ერთმანეთის მიმართ გრძნობა უჩნდებათ. ბენი ასევე ხვდება მეტ ბურკს, ჯიმი კოდის და მამა კალაჰენს, მაგრამ ქალაქში რაღაც ძალიან უცნაური ხდება...

ყველაფერი იწყება იმით, რომ პროვინციულ ამერიკულ ქალაქში ადამიანები გაქრობას იწყებენ - სათითაოდ და მთელი ოჯახებით. ვერც ახლობლებმა და ვერც პოლიციამ ვერ იპოვა ისინი და როცა იმედი თითქოს სამუდამოდ გაქრა, დაკარგულები დაბრუნდნენ და ქალაქი საშინელებისგან შეირყა...

„სალიმს-ლოტი“ სტივენ კინგის ყველაზე საშიში წიგნების ხუთეულში იკავებს ადგილს.

რომანის სათაური პირდაპირი მინიშნებაა ქალაქ სალემზე, რომელიც ფართოდ არის ცნობილი პოპულარულ კულტურაში, როგორც „ჯადოქრებზე ნადირობის ადგილი“. 1914 წელს ქალაქი თითქმის მთლიანად დაიწვა დიდი ხანძრის შედეგად.

წიგნი ხელმისაწვდომია ambebishop.ge-ს ონლაინ მაღაზიაში (ფასი 27.95 ₾). გვერდების რაოდენობა: 528. ყდის ტიპი: მაგარი.

ბნელი კოშკი

მოგზაურობა სამყაროებისა და დროის უზარმაზარ სივრცეებში, სადაც რეალობა გადაჯაჭვულია ფანტაზიასთან და მისტიციზმთან - ეს ბნელი კოშკია. სტივენ კინგის მიერ შექმნილი ეპიკური საგა მთავარი გმირის, როლანდ დეშაინის სახიფათო მოგზაურობაში გვიწვევს, დიდებული ბნელი კოშკის მიღმა. ამ ნაწარმოებში ვხვდებით უცნაურ არსებებს, იდუმალ მოვლენებსა და საშიშ დაბრკოლებებს, რომლებიც გვაიძულებენ განვსაჯოთ საკუთარი თავი და ვეძიოთ ცხოვრების აზრი ყველაზე მოულოდნელ ადგილებში.

სტივენ კინგმა რომანების ციკლის "ბნელი კოშკის" გამოცემა 1982 წელს დაიწყო. იგი ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ჰორორის, ვესტერნისა და გარკვეულწილად, მელოდრამის წარმატებული ნაზავია.

„ბნელი კოშკი“ სერიის მეშვიდე და ბოლო წიგნია. ალისფერი მეფის დამქაშები მის ნაშიერს ელოდებიან... შეძლებენ ჯეიკი და მამა კალაჰენი მის გამოხსნას? ვინ არის არსება, რომელიც სუზანამ შობა? რა გეგმები აქვს უოლტერს, იმავე რენდალ ფლეგს? გადაარჩენენ თუ არა ჩვენი გმირები თავიანთ შემქმნელს? რა ბედი ეწევა მსროლელსა და მის კა-ტეტს? და, ბოლოს და ბოლოს, მიაღწევს თუ არა როლანდ დისქეინი ბნელ კოშკამდე? ეს წიგნი ბევრ საინტერესო ფაქტს ახდის ფარდას, მაგრამ ამოხსნის ბნელი კოშკის იდუმალებას?"

მისტიკის, მისტერიისა და ადამიანური დრამის შერწყმა "სალიმს ლოტსა" და "ბნელ კოშკს" თანამედროვე ლიტერატურის ნათელ შედევრებად აქცევს. ეს ნამუშევრები არა მხოლოდ გვიზიდავს მათ სამყაროში, არამედ გვაფიქრებინებს სიცოცხლის მნიშვნელობაზე, სიკვდილზე და იმაზე, თუ რა იმალება ამ ყველაფერს შორის.

"ბნელი კოშკი" ambebishop.ge-ს მარაგშია (ფასი 32.95 ₾). გვერდების რაოდენობა: 712. ყდის ტიპი: მაგარი

თეა ინასარიძე