ავტორი:

"პალიტრა L-მა" დაჭრილ მებრძოლთა ფონდს საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა გადასცა

"პალიტრა L-მა" დაჭრილ მებრძოლთა ფონდს საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა გადასცა

„პალიტრა L-ის“ ტრადიციული საქველმოქმედო აქცია - „გადაიხადე რამდენიც გინდა“ დასრულდა. აქციის ფარგლებში შემოსული თანხა 3 000 ლარის ოდენობით სრულად გადაეცა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“, რომელიც კომპანია „სილქნეტის“ მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში მებრძოლ, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანების მხარდასაჭერად შეიქმნა.

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, 22 თებერვლიდან გამომცემლობამ მკითხველს შესთავაზა ორი წიგნი: ანტონ ფურცელაძის „მაცი ხვიტია“ და ერიხ მარია რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“, რომელიც „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელსა და პრესის გავრცელების ჯიხურებში ტირაჟის ამოწურვამდე იყო წარმოდგენილი. წიგნებში 10 ლარამდე გადახდილი თანხის 40%, ხოლო 10 ლარზე ზემოთ გაღებული თანხა სრულად გადაეცა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“.

„პალიტრა L-ი“ მკითხველისთვის კარგად ცნობილი კამპანიით წლების განმავლობაში დაეხმარა სტუდენტებს, ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ საზღვართან მდებარე სოფლებში მაცხოვრებლებს, უკრაინაში დაღუპული ქართველ მებრძოლთა ოჯახებსა და სხვა პირებს, რომელთაც საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებათ. როგორც გამომცემლობაში აღნიშნავენ, „გადაიხადე რამდენიც გინდა“ კვლავაც გაგრძელდება.

#პალიტრაL

#მარიამგიორგაძე

R