ავტორი:

ემოციური, დაძაბული მატჩი და თრილერი "დინამო არენაზე" - საქართველოს ნაკრები საოცნებო ფინალში გავიდა: ყველა მნიშვნელოვანი მომენტი(ფოტოები/ვიდეო)

ემოციური, დაძაბული მატჩი და თრილერი "დინამო არენაზე" - საქართველოს ნაკრები საოცნებო ფინალში გავიდა: ყველა მნიშვნელოვანი მომენტი(ფოტოები/ვიდეო)

საქართველომ ლუქსემბურგს მოუგო და ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ფინალში ითამაშებს. მატჩი დრამატული გამოდგა. თამაში ჩვენი გუნდის სრული უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმდა მომენტები მეტოქესაც ჰქონდა.

ანგარიში 41-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა გახსნა. გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. მეორე ტაიმის საწყის ეტაპზე, 53-ე წუთზე ლუქსემბურგმა გოლი გაიტანა, თუმცა ეს გოლი გაუქმდა, რადგან მანამდე მიქაუტაძესთან ორთაბრძოლაში მეტოქე გუნდის ფეხბურთელები დაჯარიმდნენ, ამ ეპიზოდს წითელი ბარათი მოჰყვა და მეტოქე გუნდის ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს.

მატჩის 64 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ დუბლი გაიფორმა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაზარდა.

საბოლოოოდ თამაში ჩვენი გუნდის გამარჯვებით 2-0 დასრულდა.

ნაკრებს დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარა ხვიჩა კვარაცხელია. ჩვენი გუნდის ძირითადი შემადგენლობა ასეთი იყო - მამარდაშვილი, კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, დვალი, შენგელია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, ზივზივაძე.

  • საქართველოს ნაკრები ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. თუ ფინალსაც მოიგებენ, საქართველო ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე.

ნახეთ ასევე:

ილია თოფურიამ ათასობით გულშემატკივარს UFC-ის ჩემპიონის ქამარი წარუდგინა - ამაღელვებელი მომენტი და ემოციები "დინამო არენადან"