ავტორი:

"ავტოსკოლებში კოდირებით ასწავლიან თეორიას, პოტენციურ მკვლელებს ამზადებენ" - რა საფრთხეზე საუბრობს დავით მესხიშვილი?

"ავტოსკოლებში კოდირებით ასწავლიან თეორიას, პოტენციურ მკვლელებს ამზადებენ" - რა საფრთხეზე საუბრობს დავით მესხიშვილი?

"ავტოსკოლებში კოდირებით ასწავლიან თეორიას, პოტენციურ მკვლელებს ამზადებენ" - აცხადებს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას.

  • მისი თქმით, ავტოსკოლების გახსნას დღესდღეობით არანაირი ნებართვა და მოთხოვნა არ სჭირდება, შესაბამისად, არ ხდება მისი რეგულირება და ამას ძალიან ცუდი შედეგები მოაქვს ნებისმიერი მომავალი მძღოლისა და ზოგადად, სახელმწიფოსთვის.

"ავტოსკოლები უნდა დაემსგავსონ ავტოსკოლებს. დღეს მათ ყველანაირი სახე აქვთ დაკარგული, რადგან რეალურად არანაირი ნებართვა არ სჭირდება ავტოსკოლის გახსნას. ამით ხდება არაპროფესიონალების წახალისება. ხშირად ნახავთ ავტოსკოლებს ტანსაცმლის მაღაზიასთან ერთად, ან შეიძლება ერთ ადგილას ამზადებდნენ ქართულ/უცხო ენებში და ამავდროულად ჰქონდეთ ავტოსკოლა გახსნილი. იმდენად დაურეგულირებელია ეს საკითხი, რომ შეიძლება გაოცდეს ადამიანი“, - ამბობს დავით მესხიშვილი.

რესპონდენტი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოში არსებული ავტოსკოლების დიდი ნაწილი თეორიას კოდირების მეთოდით ასწავლის, რასაც საბოლოოდ კატასტროფამდე მივყავართ.

"კოდირება არის მეთოდი, რომელიც ორიენტირებულია, რომ მოატყუოს საგამოცდო სისტემა და მოტყუებითვე ჩააბაროს ადამიანმა გამოცდა. ანუ ადამიანი იღებს მართვის მოწმობას ისე, რომ რეალურად არ გააჩნია თეორიული ცოდნა საგზაო ნიშნების და ზოგადად, მოძრაობის წესების შესახებ“, - განმარტავს დავით მესხიშვილი...წაიკითხეთ სრულად