UFC-ის კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე რამდენიმე წლის წინ გადახდენილ ამბავს იხსენებს, როდესაც ინფექციის დიაგნოზით კლინიკაში მოხვდა და ექიმების აზრით, მას დიდი ალბათობით, ხელის ამპუტაცია დასჭირდებოდა. 5 კვირის შემდეგ მებრძოლმა MMA-ის სადებიუტო ბრძოლა ჩაატარა.
გიგა ჭიკაიძე:
- 2015 წლის ოქტომბერს დამიდასტურდა "სტრეფტოკოკ" და "სტაფ" ინფექციები და სასწრაფოდ გადამიყვანეს ჰოსპიტალში. 1 კვირის მეთვალყურეობის შემდეგ, ინფექცია პროგრესირდა და ექიმებმა გადაწყვიტეს ხელის ამპუტაცია. ჩემს ცოლს გადასცეს საბუთი, რაზეც მას 24 საათის მანძილზე ხელი უნდა მოეწერა, რაც მისცემდა ექიმებს ამპუტაციის საშუალებას!
P.S. 5 კვირის შემდეგ გავმართე MMA-ის სადებიუტო ბრძოლა.
გიგა ჭიკაიძე ქართველი კიკბოქსიორი და შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლია, რომელიც ამჟამად აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) იბრძვის. გიგას კიკბოქსინგში ჩატარებული აქვს 44 შეხვედრა, საიდანაც მოგებული აქვს 38 (მათ შორის 22 ნოკაუტით).