როგორც უკვე ცნობილია, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთს 26 მარტს, 21:00 საათზე დაუპირისპირდება. სწორედ აღნიშნული საფინალო თამაში გადაწყვეტს, ევროპის ჩემპიონატზე რომელი გუნდი იასპარეზებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება, ონლაინ ბილეთების გაყიდვა კი 23 მარტს, 12:00 საათიდან დაიწყება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. განაგრძეთ კითხვა