ავტორი:

"უნდა გაგხიოს ცემით კაცმა, არაკაცო!" - დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)

"უნდა გაგხიოს ცემით კაცმა, არაკაცო!" - დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)

არ მოგცემ საშუალებას საზოგადოებას ასე დავარცხნილად ესაუბრო - მეგის ქარდავას თანაპარტიელი ხარ! - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენენ.

ემიგრაციის პრობლემებზე საუბრის დროს, ბოკუჩავას ყაველაშვილმა ადგილიდან რამდენჯერმე მიმართა, რომ მისი პარტიის კისერზეა სანდრო გირგვლიანის და რობაქიძის საქმეები.

  • ყაველაშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდა "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატებს - გიორგი ვაშაძეს და პაატა მანჯგალაძესაც და მათ "მოღალატე" და "არაკაცი" უწოდა.

"უნდა გაგხიოს ცემით კაცმა, შე არაკაცო... იმდენი კაცობა არ გეყოთ, რომ ბოდიში მაინც მოგეხადათ" - მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა გიორგი ვაშაძეს.

ასევე ვაშაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა უმრავლესობის წევრი დაჩი ბერაიაც.

სიტყვიერი დაპირისპირება და დარბაზიდან უმრავლესობის დეპუტატების რეპლიკები ვაშაძის იმ გამოსვლას მოჰყვა, სადაც მან ქართველი ემიგრანტების პრობლემებზე ისაუბრა.

"რამდენს ლაპარაკობს ეს მოღალატე. ვერ ხვდები, რომ მოღალატე ხარ? რამდენს გიხდიან ქვეყნის ღალატისთვის, თუ უფასოდ ღალატობ? შენ ხარ ტიპური კლასიკური მოღალატე, ნაძირალა, არაკაცი“, - მიმართა ადგილიდან დაჩი ბერაიამ გიორგი ვაშაძეს.

რაც შეეხება უშუალოდ ვაშაძის განცხადებას, მისი ინფორმაციით, ემიგრანტებს საკონსულო აღრიცხვაზე აყვანასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ. გიორგი ვაშაძემ მინისტრს, ილია დარჩიაშვილს კითხვით მიმართა, თუ რატომ არ აჰყავს ემიგრაციაში მყოფი ემიგრანტები საკონსულო აღრიცხვაზე. ვაშაძის კითხვის პასუხად, თავდაპირველად დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია აღშფოთდა, რომელმაც ვაშაძეს მიმართა, თუ რატომ არის მოღალატე.

ანალოგიური შეფასებები ვაშაძის მისამართით "ხალხის ძალის“ სხვა წარმომადგენლებმაც გააკეთეს. ასევე, სიტყვიერ დაპირისპირებაში უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ჩაერთო.

კოლეგების გიორგი ვაშაძემ უთხრა, რომ „ქართულ ოცნებას“ დასმულ კითხვებზე პასუხები არ ჰქონდა და პროვოკაციის მოწყობით საკითხის გადაფარვას ცდილობდა.