ავტორი:

რობინიოს ქალის გაუპატიურებისთვის 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - რას აცხადებენ სამართალდამცველები

რობინიოს ქალის გაუპატიურებისთვის 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - რას აცხადებენ სამართალდამცველები

ბრაზილიისა და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი თავდამსხმელი რობსონ დე სოუზა, იგივე რობინიო პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა. ბრაზილიის სასამართლომ მას ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 9 -ლიანი პატიმრობა ქალის გაუპატიურებისთვის მიესაჯა.

ბრალდების თანახმად, ფეხბურთელმა დანაშაული 2013 წელს ჩაიდინა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის მილანში თამაშობდა.

  • 40 წლის ფეხბურთელი, რომლის სრული სახელი რობსონ დე სოუზაა, ხუთშაბათს ღამით საკუთარ სახლში დააკავეს.

2017 წელს მილანის სასამართლომ რობინიო და კიდევ ხუთი სხვა ბრაზილიელი ქალის ჯგუფურ გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო. თავად რობინიო ბრალდებებს მთელი ამ დროის განმავლობაში უარყოფდა.

ბრაზილიური მედიის ცნობით, მას სავარაუდოდ ქალაქ ტრემბეს ციხეში გადაიყვანენ. ტრემბეს ციხე ცნობილია, როგორც "სახელგანთქმული" ადამიანების საპყრობილე.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა