ავტორი:

"ღმერთს მადლობა, სოფიკო არ დაშავებულა" - ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც მოსკოვის Crocus City Hall-ში იმყოფებოდა: ფოტო, რომელიც თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული

"ღმერთს მადლობა, სოფიკო არ დაშავებულა" - ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც მოსკოვის Crocus City Hall-ში იმყოფებოდა: ფოტო, რომელიც თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული

მოსკოვის ოლქში, Crocus City Hall-ში თავდასხმა იყო. არსებული ინფორმაციით შენობაში თავდასხმის დროს მიმდინარე კონცერტზე ქართველი გოგონა, სოფიკო კვირიკაშვილიც იმყოფებოდა.

ინფორმაციას მის შესახებ "ინსტაგრამზე" ავრცელებს ჟურნალისტი, რომლის ანგარიშის სახელის სოციალურ ქსელში არის - ანდრო თბილისელი.

"ძვირფასო მეგობრებო, სოფიკო (ღმერთს მადლობა) არ დაშავდა! მან გადარჩენა მოახერხა!" - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში

  • სოფიკოს შესახებ წერს ასევე "ფეისბუქზე" გვერდი მოსკოვი-თბილისი.

"ჩვენი თანამემამულე სოფიკო კვირიკაშვილი ჯგუფ Picnic in Crocus-ის კონცერტზე იმყოფებოდა, როცა ეს ტრაგიკული მოვლენები მოხდა.

შესაძლოა, ჩვენ გადაგვარჩინა იმან, რომ სცენიდან (ავარიული გასასვლელი) გავედით და არა დარბაზიდან“, - გვითხრა სოფიკომ". - წერს გვერდი.

ცნობისთვის, მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლში" სროლისა და ხანძრის შედეგად, ოფიციალური ცნობებით, დაიღუპა 40 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. რუსეთის უშიშროების სამსახურმა მომხდარი ტერაქტად შეაფასა. დიმიტრი მედვედევმა მომხდართან დაკავშირებულ განცხადებაში კიევი ახსენა და განაცხადა, რომ ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორიზმი ესმით. მისი თქმით, თუ დადგინდება, რომ ისინი "კიევის რეჟიმის ტერორისტები იყვნენ", მათთან და მათ შთამაგონებლებთან სხვანაირად მოქცევა შეუძლებელია..