ავტორი:

ფონიჭალაში მამაკაცი შეყვარებულმა დაჭრა - მომხდარის მიზეზი, სავარაუდოდ, ეჭვიანობაა

ფონიჭალაში მამაკაცი შეყვარებულმა დაჭრა - მომხდარის მიზეზი, სავარაუდოდ, ეჭვიანობაა

ფონიჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მამაკაცი შეყვარებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე დაჭრა. დანაშაული ცივი იარაღით არის ჩადენილი.

მომხდარის შემდეგ ქალმა მიმალვა სცადა, თუმცა ის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.