რუსეთ-უკრაინის ომში ცხინვალელი სამხედრო დაიღუპა. ზელიმ ხარებოვი ზაპოროჟიეს რეგიონის დასახლებულ პუნქტ რობოტინოში რუსების მხარეს იბრძოდა. ინფორმაციას ჟურნალისტი არზუ მამედოვა ავრცელებს.
უკრაინის სამხრეთ რეგიონში, ზაპოროჟიეს მიმართულებით ინტენსიური შეტაკებებია. გასული წლის კონტრშეტევაზე უკრაინამ რობოტონი დაიბრუნა, თუმცა მოგვიანებით რუსი სამხედროები ისევ დაბრუნდნენ და შეტაკებები დღემდე გრძელდება.
ავტორი: ანრი კურტანიძე