ავტორი:

"მომწერა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თუ ვინმეს სჭირდება აფხაზეთში რეაბილიტაციის გავლა, ის მზად არის, ყველაფერი დააორგანიზოს" - სიმონიანი

"მომწერა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თუ ვინმეს სჭირდება აფხაზეთში რეაბილიტაციის გავლა, ის მზად არის, ყველაფერი დააორგანიზოს" - სიმონიანი

მოსკოვის ოლქში უმძიმესი ტერაქტის შედეგად დაზარალებულების და გარდაცვლილების რიცხვი ისევ იზრდება. ამ მომენტში ოფიციალური საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მინიმუმ 140 ადამიანია გარდაცვლილი. დაზარალებულებისთვის გამოცხადებულია სისხლის ჩაბარების ცენტრის მისამართები. მეხანძრე-მაშველებს კი მოხალისეებიც ეხმარებიან.

  • დახმარების სურვილი ასევე გამოთქვა ოკუპირებულმა აფხაზეთმა. პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი წერს, რომ აფხაზეთის "საგარეო საქმეთა მინისტრმა" დახმარება შესთავაზა.

"მე მომწერა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ. თუ ვინმეს დაშავებულებიდან სჭირდება აფხაზეთში რეაბილიტაციის გავლა, ის მზად არის ყველაფერი დააორგანიზოს და გადაიხადოს.“ - წერს პროპაგანდისტი.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში გუშინდელი ტერაქტის შემდეგ კი ვითომ ხელისუფლება უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. "პრეზიდენტის" ალან გაგლოევის ბრძანებით, ყველა გასართობი ღონისძიება გაუქმებულია. ასევე მან ძალოვან სტრუქტურებს დაავალა, რომ ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და მოქალაქეების საზოგადო თავშეყრის ადგილებზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრონ. ჩრდილოეთ ოსეთისა და ვლადიკავკაზის საკონტროლო პუნქტების მისადგომები გაძლიერებულია.

ცნობისთვის, 22 მარტს მოსკოვის ოლქში სავაჭრო ცენტრ „კროკუს სითი ჰოლში“ უმძიმესი ტერაქტი მოხდა. შეიარაღებული პირები შენობაში შეიჭრნენ და მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს. ტერორიზმში ყველა ბრალდებული დაკავებულია.

ავტორი: ანრი კურტანიძე