ავტორი:

მკვლელობა ქობულეთში - რა ინფორმაცია ხდება ცნობილი დანაშაულთან დაკავშირებით

მკვლელობა ქობულეთში - რა ინფორმაცია ხდება ცნობილი დანაშაულთან დაკავშირებით

ქობულეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შუახნის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

როგორც ადგილობრივები "ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე შუა ხნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრეს, იგი ქობულეთის კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, თუმცა, კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა.

უცნობია, დაშავდნენ თუ არა ინციდენტში მონაწილე პირები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტთან დაკავშირებით, დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს.