ავტორი:

მოსკოვი-ერევნის რეისის მგზავრმა განაცხადა, რომ ხელბარგში ბომბი აქვს - რას წერს რუსული მედია

მოსკოვი-ერევნის რეისის მგზავრმა განაცხადა, რომ ხელბარგში ბომბი აქვს - რას წერს რუსული მედია

მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტში, მოსკოვი-ერევნის რეისის მგზავრმა განაცხადა, რომ მის ხელბარგში ბომბია, - ინფორმაციას რუსული მედია და „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.

„ტელეგრამ“ არხ 112-ის ცნობით, ქალბატონმა თვითმფრინავში ასვლის შემდეგ ბორტგამცილებელს განუცხადა, რომ მის ხელბარგში ბომბი იყო.

ფრენა გადაიდო. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციების ბრიგადებია მობილიზებული.~