ავტორი:

ლაშა ბექაური თბილისის გრანდ-სლემის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა

ლაშა ბექაური თბილისის გრანდ-სლემის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული.

თბილისის გრანდ-სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი მოიპოვა.ბექაური პირველი წრისგან თავისუფალი იყო, შემდეგ აზერბაიჯანელი ვუგარ ტალიბოვი, ამერიკელი ჯონ იაინი, რუმინელი ალექს ჩრეტი და ბერძენი თეოდოროს ცელიდისი დაამარცხა, ფინალში კი აზერბაიჯანელ ელჯან ჰაჯიევს 51 წამში იპონით სძლია.