ავტორი:

"კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმისთვის დაკავებულ ოთხივე პირს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა

"კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმისთვის დაკავებულ ოთხივე პირს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ "კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის ჩადენაში ბრალდებულ ოთხივე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა 22 მაისამდე შეეფარდათ.

ბოლო მონაცემებით, "კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია. დაშავებულია 180-ზე მეტი ადამიანი. თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 11 პირი.