ავტორი:

ნიგერიის არმიამ მძევლად აყვანილი 137 მოსწავლე გაათავისუფლა - რა ხდება ცნობილი?

ნიგერიის არმიამ მძევლად აყვანილი 137 მოსწავლე გაათავისუფლა - რა ხდება ცნობილი?

ნიგერიის მთავრობა აცხადებს, რომ 137 მოსწავლე, რომლებიც 7 მარტს შეიარაღებულმა დაჯგუფებამ სკოლიდან გაიტაცა, გათავისუფლებულები არიან. სატელევიზიო მიმართვაში კადუნას შტატის გუბერნატორმა უბა სანიმ ისიც დასძინა, რომ გატაცებული ბავშვების ოჯახებს ის პირადად შეხვდა: "მეც ბედნიერი ვარ და მათი ოჯახებიც. ყველას გვიხარია, რომ ბავშვები ვიხსენით".

ამას გარდა, სანიმ ისიც გაამხილა, რომ მასწავლებელი, რომელიც გატაცებულთა შორის იყო, "გარკვეული გართულებების" შექმნის შემდეგ, ტყვეობაშივე გარდაიცვალა. მთავრობას დაღუპული მასწავლებლის შესახებ სხვა დეტალები აღარ გაუვრცელებია.

სკოლის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ დაჯგუფებამ 7 მარტს კურიგას ქალაქიდან სულ 287 მოსწავლე გაიტაცა.

სამხედრო სპიკერის თქმით 137 ტყვე (76 გოგონა და 61 ბიჭი) მეზობლად მდებარე შტატ ზამფარადან კვირას დილით იხსნეს: "24 მარტს, სამხედროებმა, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამთავრობო სააგენტოებთან შეთანხმებულად მუშაობდნენ, კოორდინირებული სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მოაწყვეს და მძევლები გააათავისუფლეს."

  • ერთ-ერთი წყაროს თქმით, მოსწავლეები ტყეში გაათავისუფლეს და ოჯახებში დაბრუნებამდე მათ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფება ტყვეთა გასათავისუფლებლად $620 000-ს ითხოვდა და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მათი მოკვლით იმუქრებოდა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა