ავტორი:

უმძიმესი ავარია ქობულეთში - დაღუპულია სამი ადამიანი, ორი კი მძიმედ დაშავდა (ვიდეო)

უმძიმესი ავარია ქობულეთში - დაღუპულია სამი ადამიანი, ორი კი მძიმედ დაშავდა (ვიდეო)

ქობულეთში, შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. შეჯახება სოფელ ოჩხამურთან მოხდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით, ადგილზე მისულ ბრიგადას სამი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა. ორი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.

მედიკოსების განცხადებით, ორივე დაშავებულს სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

შემთხვევის ადგილას კრიმინალური სამსახური მუშაობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.