თბილისის სავაჭრო ცენტრებში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრირება აქტიურად მიმდინარეობს

თბილისის სავაჭრო ცენტრებში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრირება აქტიურად მიმდინარეობს

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ელექტრონული არჩევნებისა და საარჩევნო პროცესში სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიან კამპანიას. კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები თბილისის სავაჭრო ცენტრებში მისულ მოქალაქეებს იმ ელექტრონულ ტექნოლოგიებს აცნობენ, რომელსაც ადმინისტრაცია 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ფართო მასშტაბით გამოიყენებს.

დაინტერესებული მოქალაქეები ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან მნიშვნელოვანი საარჩევნო სიახლეების, ბიულეტენის შევსების წესის, ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას იღებენ. მათ ასევე აქვთ საშუალება პრაქტიკაში გამოცადონ აღნიშნული აპარატების მუშაობა.

ინფორმირების მასშტაბური კამპანია საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო. ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში - მეტროსადგურებში, იუსტიციის სახლებში, მომსახურების სააგენტოს ფილიალებში, უმაღლეს სასწავლებლებში, საჯარო და კერძო უწყებებში, ხალხმრავალ დღესასწაულებზე. თბილისის სავაჭრო ცენტრებში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გაცნობის შესაძლებლობა მოქალაქეებს პირველი მარტიდან აქვთ.

R