ავტორი:

"მძიმეა, როდესაც შენს საყვარელ ადამიანებს შენს სახლში, შენს საწოლში ხედავ შიშვლებს" - რა თქვა სასამართლოზე გოგომ, რომელმაც ფონიჭალაში შეყვარებული დაჭრა (ვიდეო)

"მძიმეა, როდესაც შენს საყვარელ ადამიანებს შენს სახლში, შენს საწოლში ხედავ შიშვლებს" - რა თქვა სასამართლოზე გოგომ,  რომელმაც ფონიჭალაში შეყვარებული დაჭრა (ვიდეო)

გოგო, რომელმაც ფონიჭალაში შეყვარებული დაჭრა, სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. როგორც სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა, მაკა ალექსანდრიამ განაცხადა, ის უახლესი მეგობრის და შეყვარებულის ღალატის მსხვერპლი გახდა.

"მძიმე იყო, როცა შენს ორ საყვარელ ადამიანს შენს საკუთარ სახლში, შენს ოთახში, შენს ლოგინში ხედავ ასეთ მდგომარეობაში - შიშვლებს. და ამის მიუხედავად, რომ ჩემ მიმართ ან ბოდიში ან რამე ყოფილიყო, პირიქით, ზეწოლა მოდიოდა, თითქოს, მე როგორ დავუმტკიცებდი, რომ ეს მოხდა.

დაპირისპირება დაიწყო მაშინ, როდესაც ვუთხარი, რომ ყველაფერს მის ქმარს ვეტყოდი და ასევე, სხვა ისტორიებსაც მოვუყვებოდი“, - აღნიშნა ბრალდებულმა.

ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, დანაშაული არ იყო გამიზნული იმისითვის, რომ სხვა ადამიანის სიცოცხლე დაზიანებულიყო.

ადვოკატის თქმით, სასამართლომ მორალური მხარე გაითვალისწინა. "ჩემ დაცვის ქვეშ მყოფსაც ჰქონდა გარკვეული დაზიანებები მიყენებული. დაზიანებები საკმაოდ მძიმე ხარისხის იყო. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორივე მხარეს შორის მოხდა დაპირისპირება“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისათვის, 23 მარტს, ფონიჭალაში, 28 წლის ქალმა 30 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა.