ავტორი:

"დღეს ვინც ტვ-ში და სოცმედიაში პოლიტიკაზე ისაუბრებს, არჩევნებზე ბარიერი ვერ გადაელახოს" - რას წერს ნიკა მელია საქართველო-საბერძნეთის მატჩზე

"დღეს ვინც ტვ-ში და სოცმედიაში პოლიტიკაზე ისაუბრებს, არჩევნებზე ბარიერი ვერ გადაელახოს" - რას წერს ნიკა მელია საქართველო-საბერძნეთის მატჩზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია საბერძნეთი-საქართველოს საფეხბურთო მატჩს ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

  • "დღეს უნდა ახდეს ჩვენი 30-წლიანი ოცნება უნდა გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე, შანსი აღარაა, ეს შესაძლებლობაც ხელიდან გავუშვათ წარმატებები ბიჭებს

P.S. დღეს ვინც ტვ- ში და სოც.მედიაში პოლიტიკაზე ისაუბრებს - არჩევნებზე ბარიერი ვერ გადაელახოს" - წერს მელია.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში დღეს საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი "დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

მატჩის პარალელურად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართება და ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი განთავსდება.

დღევანდელ მატჩში გამარჯვებული გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.