ყოველ 3 წამში, მსოფლიოში 1 ბარბი იყიდება:  თოჯინა, რომელმაც სამყარო დაიპყრო

ყოველ 3 წამში, მსოფლიოში 1 ბარბი იყიდება:  თოჯინა, რომელმაც სამყარო დაიპყრო

1959 წელს, მისი დებიუტის შემდეგ, ბარბის თოჯინა პოპ-კულტურის სიმბოლო გახდა და მთელს მსოფლიოში მილიონობით ბავშვის გული დაიპყრო. ბარბი კომპანია Mattel-ის საკუთრებაა, რომელიც პრაქტიკულად, სათამაშოების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში. მისი შემქმნელი ამერიკელი რუთ ჰენდლერია, რომელმაც მეუღლესთან – ემილტონთან ერთად, 1945 წელს ფირმა Mattel-ი დააფუძნა. თოჯინას შექმნის იდეა, თავში პირველად რუთს მოუვიდა, როდესაც შეამჩნია, რომ მისი ქალიშვილი, სახელად ბარბარა, განსაკუთრებული ინტერესით ქაღალდის თოჯინებით თამაშობდა. მათი საშუალებით დიდი ადამიანების იმიტაციას აკეთებდა. რუთმა იფიქრა, რომ გამოეშვა თოჯინა, რომლის საშუალებითაც პატარებს შეეძლებოდათ ეთამაშათ „დიდები“. შთაგონების წყარო კომიქსების პერსონაჟი – ლილი გახდა. ლამაზი ქალი, ვიწრო წელითა და ქერა თმით. ძალიან მოკლე დროში, თოჯინა, რომელსაც ჰენდლერების ქალიშვილის – ბარბარას შემოკლებული სახელი – ბარბი დაარქვეს, საოცრად მოთხოვნადი გახდა. კომპანია ვერ ასწრებდა ახალი პარტიის გამოშვებას. დახლები მომენტალურად ცარიელდებოდა.

ბარბის გავლენა სათამაშოების ბაზარზე ახლაც უკონკურენტოა: ბარბი არ არის მხოლოდ თოჯინა, ის უკვე მთელი სამყაროა, რომელიც მოიცავს აქსესუარებს, ტანსაცმელს, მულტფილმებს, თამაშებსა და მრავალ სხვა მიმართულებას.

ბარბის წარმატების საიდუმლო

რეალისტური იმიჯი

Barbie თავდაპირველად პოზიციონირებული იყო არა როგორც ბავშვის პროტოტიპი, არამედ როგორც ზრდასრული ქალი, რამაც გოგონებს საშუალება მისცა თავი სხვადასხვა როლებში წარმოედგინათ და მომავალზე ეოცნებათ.

მრავალფეროვნება: თავისი ისტორიის განმავლობაში, ბარბიმ მოირგო მრავალი პროფესია და სტილი - ექიმიდან და ასტრონავტიდან როკ-ენ-როლის ვარსკვლავებამდე და პრინცესამდე. ეს საშუალებას აძლევდა ყველა გოგონას ეპოვა ისეთი თოჯინა, რომელიც მას ჰგავდა ან მის ოცნებებს განასახიერებდა.

აქსესუარები: ბარბის სამყარო თოჯინათი არ შემოიფარგლება. აქსესუარების დიდი რაოდენობა - მოდური კოსტიუმებიდან და მდიდრული სახლებიდან დაწყებული მანქანებით და კაბრიოლეტებით დამთავრებული - საშუალებას გაძლევთ შექმნათ თამაშის სცენარების უსასრულო რაოდენობა.

პოპულარობის აფეთქება

1960-იან წლებში ბარბი ნამდვილი ჰიტი გახდა. მისი პოპულარობა ყოველწლიურად იზრდებოდა და 1980-იანი წლებისთვის ის უკვე მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი თოჯინა იყო. Barbie's Dream Home (ბარბის ოცნების სახლი) დასახელდა ნომერ პირველ სათამაშო ნივთად. კომპანია Mattel-ი კი ნომერ პირველ სათამაშოების მწარმოებლად აშშ-ში, ზედიზედ 27 წლის მანძილზე. ყოველ 3 წამში, მსოფლიოში 1 ბარბი იყიდება. მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი Barbie კი თოჯინა სუპერ გრძელი თმით იყო, რომელიც 1992 წელს გამოვიდა. მას მშვენიერი თმა ქუსლამდე სწვდებოდა.

Barbie-ს წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი აქსესუარების დიდი რაოდენობა იყო. Mattel, თოჯინების მწარმოებელი კომპანია, მუდმივად უშვებდა ტანსაცმლის, ავეჯის, სათამაშოების და სხვა პროდუქტების ახალ კომპლექტებს, რომლებიც ავსებდნენ Barbie-ს ფერად და საოცარ სამყაროს.

ბარბის წარმატება შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ბევრი სხვა ბარბის მსგავსი თოჯინა გამოჩნდა სათამაშოების ბაზარზე, მაგრამ ვერც ერთმა ვერ მიაღწია პოპულარობის იმავე დონეს. ბარბი უბრალოდ თოჯინა არ არის, ის მთელი ეპოქის სიმბოლოა.

ისტორიის მანძილზე 3 მილიარდზე მეტი ბარბის თოჯინა გაიყიდა.

Barbie ითარგმნა 150-ზე მეტ ენაზე.

2023 წელს ფილმი "ბარბი" მარგო რობის მონაწილეობით გამოვიდა და გაყიდვების ჰიტი გახდა.

Mattel-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელაა“, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღაზიებში წარმოდგენილი სათამაშოები ნამდვილად ორიგინალი და საუკეთესო ხარისხისაა.

ავტორი: თეა ინასარიძე

წყარო: Mattel: barbie.com/; The Guardian; en.wikipedia.org/wiki/Barbie