ავტორი:

ცნობილ ამერიკელ პროდიუსერს სექსტრეფიკინგში სდებენ ბრალს - რა აკავშირებდა მას აშერსა და ჯასტინ ბიბერთან

ცნობილ ამერიკელ პროდიუსერს სექსტრეფიკინგში სდებენ ბრალს - რა აკავშირებდა მას აშერსა და ჯასტინ ბიბერთან

ცნობილი ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი სექსუალურ ძალადობასა და ტრეფიკინგში დაადანაშაულეს. ორშაბათს ოფიციალურმა პირებმა შონ "დიდი" კომბსის ორი სახლი გაჩხრიკეს. ოთხი თვით ადრე, იგი ყოფილმა შეყვარებულმა სექსუალურ ტრეფიკინგში დაადანაშაულა.

გამომძიებლებმა სახლიდან ამოიღეს დოკუმენტები, ტელეფონები, კომპიუტერები - ყველაფერი, რაც დანაშაულის შესახებ მონაცემებს ინახავდა. კომბსი დარბევის დროს ფლორიდაში იმყოფებოდა.

"დღეს ადრე, Homeland Security Investigations (HSI) ნიუ-იორკმა განახორციელა სამართალდამცავი მოქმედებები, როგორც მიმდინარე გამოძიების ნაწილი. ჩვენ მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას, როგორც კი ის ხელმისაწვდომი გახდება“, - ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

HSI არის აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის წამყვანი საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ტრანსნაციონალურ დანაშაულსა და საფრთხეებს იძიებს, მათ შორის ადამიანებით ვაჭრობასაც.

გასულ თვეში, კომბსის ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა, პროდიუსერმა და ვიდეოგრაფმა როდნი "ლილ როდ“ ჯონსმა, სასამართლო სარჩელი შეიტანა და კომბსი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. სხვა ბრალდებებთან ერთად, ჯოსნმა ისიც აღნიშნა, რომ რეპერი კრიმინალურ სექსტრეფიკინგის ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. კომბსის ადვოკატმა უარყო ბრალდებები და ჯონსის პრეტენზიებს "ტყუილი" უწოდა.

"ეს ბრალდებები სუფთა ფიქციაა და სხვა არაფერია, თუ არა პოპულარობის მოპოვების მცდელობა. ჩვენ გვაქვს აბსოლუტური, უდავო მტკიცებულება იმისა, რომ მისი პრეტენზიები სრული სიცრუეა“, - თქვა "დიდის" ადვოკატმა შონ ჰოლიმ გასულ თვეში.

კომბსის ბრალდებების სრული სია

მუსიკოსის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებების სერია ჯერ კიდევ 1990-ინა წლებში დაიწყო.

  • 2023 წლის 16 ნოემბერს პროდიუსერს კასანდრა ვენტურამ უჩივლა, რომელიც ამტკიცებდა, რომ კომბსმა იგი 2018 წელს გააუპატიურა და მას შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი მხრიდან სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო.
  • მოგვიანებით, ნოემბერში, ქალი, სახელად ჯოი დიკერსონ-ნილი, სასამართლოში ამტკიცებდა, რომ კომბსმა ის ნარკოტიკებით გააბრუა, შემდეგ სექსუალურად იძალადა და ყველაფერი ფარულად გადაიღო. დანაშაული 1991 წელს მოხდა.
  • კიდევ ერთმა დაზარალებულმა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს 17 წლის იყო, კომბსი ჯგუფურ გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

კომბსის შესახებ არაერთ ცნობილ ადამიანს უსაუბრია, მათ შორის არიან ჯასტინ ბიბერი და აშერი.

2012 წელს ოპრა უინფრისთვის მიცემულ ინტერვიუში, აშერმა აღიარა, რომ კომბსი მას ნარკოტიკების მოხმარებას აიძულებდა და სექსუალურ წვეულებებზე ეპატიჟებოდა მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ მოზარდი იყო. აშერმა ასევე აღიარა, რომ კომბსი არ იყო მისთვის მისაბაძი მაგალითი და რომ საკუთარი იდენტობის საპოვნელად მისგან დისტანცირება მოუწია.

ჯასტინ ბიბერი კომბსს 15 წლის ასაკაში შეხვდა. 2023 წელს ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, სათაურით: „ჯასტინ ბიბერის დედა ლაპარაკობს", რომელშიც ქალი ამტკიცებდა, რომ კომბსი წვეულებებზე ბიბერს კოკაინს და მარიხუანას სთავაზობდა და შამპანურის დალევას აიძულებდა.