ავტორი:

რა თანხას მიიღებს საქართველო უეფასგან, დღევანდელი გამარჯვების შემდეგ?

რა თანხას მიიღებს საქართველო უეფასგან, დღევანდელი გამარჯვების შემდეგ?

თბილისში, "დინამო არენაზე" ამ წუთებში დასრულდა საქართველო-საბერძნეთი. ძირითად დროში ანგარიშით 0-0 დასრულდა და ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. საქართველომ გაიმარჯვა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ.

ერთა ლიგის ფინალში საქართველოს ნაკრები საბერძნეს დაუპირისპირდა.

  • ევროპის ჩემპიონატზე ki საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. ევრო 2024 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, საქართველოს ნაკრებმა ევრო-2024-ის საგზური მოიპოვა, უეფასგან 9.25 მლნ ევროს მიიღებს. სწორედ ეს თანხა აქვს ორგანიზაციას გამოყოფილი თითოეული ნაკრებისთვის.

ამასთან, უეფა-ს ცნობით, ფეხბურთის 24 გუნდს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, 331 მილიონ ევროს გადაუხდის. თუმცა მათგან უეფა 2,4 მლრდ ევროს კომერციულ მოგებას ელის.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასული გუნდებიდან, ყველა იმ ნაკრების ეროვნული ფედერაციები, რომელიც პირველ ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაშს მოიგებს, უეფასგან მაქსიმუმ 28.25 მლნ ევროს მიიღებს...გააგრძელეთ კითხვა

ნახეთ ასევე:

ნახეთ ვიდეო: როგორ აღნიშნეს გასახდელში ფეხბურთელებმა ისტორიული შედეგი