ავტორი:

ანუკი არეშიძე, ატირებული კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე შვილებთან ერთად - რა ხდებოდა მატჩის შემდეგ სამთავრობო ლოჟაში (ვიდეო)

ანუკი არეშიძე, ატირებული კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე შვილებთან ერთად - რა ხდებოდა მატჩის შემდეგ სამთავრობო ლოჟაში (ვიდეო)

ისტორია დაიწერა - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ქართველმა ფეხბურთელებმა ურთულეს და ძალიან დაძაბულ მატჩში საბერძნეთის ეროვნული გუნდი დინამო არენაზე დაამარცხეს.

მატჩის ბედი 11-მეტრიანების სერიამ გადაწყვიტა. ამ ე.წ. საფეხბურთო ლატარიაში საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა. ერთა ლიგის ფინალში საქართველოს ნაკრები საბერძნეს დაუპირისპირდა.

  • ევროპის ჩემპიონატზე ki საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. ევრო 2024 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება.

მატჩი ემოციური იყო ყველასთვის. სოციალურ ქსელში ვეტერანი ფეხბურთელის, თბილისის მერის კახა კალაძისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს თუ როგორ ტირიან ისინი სიხარულის ემოციებით. ასევე სამთვრობო ლოჟაში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტიც.

ნახეთ ასევე:

ნახეთ ვიდეოკადრები - რა ხდებოდა სამთავრობო ლოჟაში გამარჯვების შემდეგ