ავტორი:

ახდენილი ოცნება - ვინ იქნებიან ჩვენი გუნდის მეტოქეები ევროპის ჩემპიონატზე?

ახდენილი ოცნება - ვინ იქნებიან ჩვენი გუნდის მეტოქეები ევროპის ჩემპიონატზე?

ისტორია დაიწერა - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ქართველმა ფეხბურთელებმა ურთულეს და ძალიან დაძაბულ მატჩში საბერძნეთის ეროვნული გუნდი დინამო არენაზე დაამარცხეს.

მატჩის ბედი 11-მეტრიანების სერიამ გადაწყვიტა. ამ ე.წ. საფეხბურთო ლატარიაში საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა.

ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან.

ევრო 2024 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება.