პეისერა ბანკისა და ვიჰოსტის თანამშრომლობა, რომელმაც ბიზნესს რამდენიმე ათეული ათასი დოლარი დაუზოგა

პეისერა ბანკისა და ვიჰოსტის თანამშრომლობა, რომელმაც ბიზნესს რამდენიმე ათეული ათასი დოლარი დაუზოგა

კომპანია ვიჰოსტი, რომელიც ათასობით ბინის მესაკუთრეს ეხმარება AIRBNB-ზე ბინების გაქირავების მენეჯმენტში ჩვენი სერვისებით სარგებლობის შედეგად, რაც გულისხმობს ევროპული ანგარიშის გამოყენებას, სადაც ევროს ტრანზაქციების განხორციელება მომსახურების საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი, წელიწადში რამდენიმე ათეულ ათას აშშ დოლარს ზოგავს.

ამჟამად, საქართველოში მასპინძლებს დამქირავებლებისგან ჩარიცხვების მიღება სამი ძირითადი გზით შეუძლიათ:

1. საბანკო ჩარიცხვა, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ ამერიკულ დოლარში და ამ შემთხვევაში, გადარიცხვის ხარჯი 20-25 დოლარამდე მერყეობს;

2. Payoneer-ის სადებეტო ბარათით, ევროში, რომლის შემთხვევაშიც ხარჯი პრაქტიკულად იგივეა და ამავდროულად ქართველი მომხმარებლისთვის გართულებული პროცედურების გამო ამ ბარათის მიღება თითქმის შეუძლებელია.

3. Western Union-ი, რომლის შემთხვევაში ხარჯი არის $10, თუმცა გადარიცხვის მინიმალური თანხა $60-დან იწყება.

საერთაშორისო საბანკო გადარიცხვის მომსახურების მაღალი საკომისიო განპირობებულია იმით, რომ საქართველოს საბანკო სისტემა არ იმყოფება ერთიანი ევროპული გადახდის სისტემაში (SEPA), სადაც ევროს ტრანზაქციების განხორციელება მომსახურების საკომისიოს გარეშე არის შესაძლებელი.

რადგანაც ქართველ მომხმარებელს აქამდე მხოლოდ ქართული ანგარიშის ნომრის მითითება შეეძლო, ამიტომ საბანკო გადარიცხვა ძირითადად დოლარში და მაღალი საკომისიოთი იყო შესაძლებელი.

ახლა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პეისერა ბანკის ქართველ მომხმარებლებს ეს პრობლემა აღარ შეექმნებათ - ჩარიცხვების მიღება საკომისიოს გარეშე და მყისიერად იქნება შესაძლებელი.

R