აშშ-ში, ბალტიმორში, ორი მუშის ცხედარი იპოვეს, რომლებიც ფრენსის სკოტის ხიდზე სატვირთო გემის შეჯახების მომენტში იმყოფებოდნენ. მედიის ინფორმაციით, ისინი მექსიკიდან და გვატემალიდან იყვნენ და ხიდზე სამუშაოს ასრულებდნენ.
ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულად ამ დროისთვის 6 ადამიანი ითვლება.
26 მარტს ბალტიმორში სატვირთო გემი მდინარე პატაპსკოზე ხიდს ადგილობრივი დროით 01:30-ზე შეეჯახა, რის შედეგადაც ხიდი მთლიანად ჩამოიშალა, მასზე მოძრავი მანქანები კი წყალში ჩაცვივდა. ქალაქ ბალტიმორში ხიდის ჩანგრევის შემდეგ მერილენდის შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.