ავტორი:

ყველაზე ეკონომიური ევროპის ჩემპიონატი:  რა უჯდება გერმანიას "ევრო-2024" - "მიზეზი ის არის, რომ..."

ყველაზე ეკონომიური ევროპის ჩემპიონატი:  რა უჯდება გერმანიას "ევრო-2024" - "მიზეზი ის არის, რომ..."

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა, გერმანია ზაფხულისთვის არცერთ ახალ სტადიონს, აეროპორტს, ფართომასშტაბიან სატრანსპორტო კვანძს თუ ავტობანს არ ააშენებს. Forbes Sport წერს, რომ გერმანელებს ეს ყველაფერი უკვე აქვთ.

გამოცემის შეფასებით, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პროცესი მსგავსი საფეხბურთო ტურნირებისადმი სხვა ქვეყნების მიდგომისგან შესამჩნევად განსხვავდება.

  • მიზეზი ის არის, რომ მომავალი ტურნირი ქვეყნისთვის 21-ე საუკუნეში მეორე მსხვილი საშინაო შეჯიბრია. კერძოდ, გერმანელებმა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლეს და სხვა 9 ქვეყანასთან ერთად ისინი “ევრო 2020-ის” ორგანიზებაშიც მონაწილეობდნენ. სწორედ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა ჩაუყარა საფუძველი ქვეყნის ინფრასტრუქტურას, რომელსაც გერმანია მომავალი ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის გამოიყენებს.

კერძოდ, ზაფხულის მატჩები ათი ქალაქის არენაზე გაიმართება. ეს არის ბერლინი, დორტმუნდი, მიუნხენი, კიოლნი, შტუტგარტი, ჰამბურგი, ლაიფციგი, ფრანკფურტი, გელზენკირხენი და დიუსელდორფი. მხოლოდ ეს უკანასკნელი არ იყო იმ ქალაქებს შორის, რომლებმაც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლეს. ყველა სხვა ლოკაციის არენაზე 18 წლის წინ ტურნირის თამაშები გაიმართა. თუმცა დიუსელდორფის სტადიონი, Merkur Spiel Arena-ც კი არ აშენებულა სპეციალურად “ევრო 2024-ისთვის” და ის ჯერ კიდევ 2004 წელს გაიხსნა.

გერმანელებმა გულშემატკივრების განსათავსებელი ობიექტების ფართომასშტაბიან მშენებლობაზეც თქვეს უარი, რომლებიც ქვეყანას ზაფხულში უნდა ესტუმრნონ. ჩემპიონატისთვის არცერთ ქალაქში არ გახსნილა ახალი აეროპორტი ან მატარებლის სადგური და მზადება მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურის კოსმეტიკური გაუმჯობესებით შემოიფარგლებოდა.

“გერმანიაში ასეთი ზომები მკვეთრად ეწინააღმდეგება ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსხვილი საფეხბურთო ტურნირების წინ გრანდიოზული სამშენებლო პროექტების ჩვეულ ისტორიებს… ალბათ, ყველაზე ეკონომიური ევროპის ჩემპიონატი გვექნება,” - წერს Forbes Sport...წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: