ავტორი:

სპეცფასები აკუმულატორების შერჩეულ ასორტიმენტზე მხოლოდ თეგეტაში

სპეცფასები აკუმულატორების შერჩეულ ასორტიმენტზე მხოლოდ თეგეტაში

ჩვენი ავტომობილის სრულყოფილი მუშაობისთვის მრავალი დეტალია მნიშვნელოვანი - საბურავები, ძრავა, სამუხრუჭე სისტემა, აკუმულატორი და სხვა. თითოეულ ამ ავტონაწილზეა დამოკიდებული ჩვენი უსაფრთხო გადაადგილება. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მანქანისთვის ხარისხიანი პროდუქციის შერჩევა.

აკუმულატორები მანქანის მეტად მნიშვნელოვანი ნაწილია. ის მუშაობს, როგორც ელემენტი, მუხტავს იმ სისტემას, რომელიც აუცილებელია მანქანის დაძვრის, მოძრაობის, ფარების ანთების და სხვა ოპერაციების შესრულებისას.

AGM (Absorbent Glass Mat), EFB (Enhanced Flooded Battery) და SLI (Starting, Light, and Ignition) ტექნოლოგიის აკუმულატორის შერჩევა თეგეტა მოტორსში შეგიძლია. Tegetashop.ge-ის ონლაინ მაღაზია აკუმულატორების უდიდეს არჩევანს აერთიანებს. აქ შეხვდები ისეთ წამყვან ბრენდებს, როგორებიცაა: EXIDE, FIAMM, ENERGIZER, MONBAT და სხვა. აღნიშნული ბრენდების შეძენა მარტში 30%-იანი ფასდაკლებით შეგიძლია.

აკუმულატორების მაღაზია ფასდაკლებული პროდუქციის ფართო ასორტიმენტს გთავაზობს, სასურველი აკუმულატორის შესარჩევად გავიცნოთ თითოეული ბრენდი:

ENERGIZER აკუმულატორებისა და დამმუხტველების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკული ბრენდია. ბრენდი 2015 წელს შეიქმნა და ამ დროიდან მისი მისიაა ლიდერის პოზიციის შექმნა და შენარჩუნება გლობალურ ბაზარზე. ბრენდი უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის ხარისხიანი პროდუქციის მიწოდებას და მუდმივად აფართოებს არსებობის საზღვრებს.

FIAMM იტალიური ბრენდია, რომლის პროდუქციაც თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ საწარმოში მზადდება და სრულად შეესაბამება პირველად, ქარხნულად, ავტომობილში ჩაყენებული აკუმულატორის პარამეტრებს. ბრენდი ხასიათდება უსაფრთხოების მაღალი დონით, გათვლილია მკაცრ კლიმატურ პირობებში სტაბილურად მუშაობისთვის, გამოირჩევა საუკეთესო ტექნიკური მახასიათებლებითა და სხვა უამრავი უპირატესობით.

EXIDE აკუმულატორების მწარმოებელი მოწინავე ბრენდია. უახლესი თაობის აკუმულატორები გაუმჯობესებული დამუხტვისა და სიცოცხლისუნარიანობის ხანგრძლივობით გამოირჩევა, რაც ავტომობილის საწვავის დაზოგვასაც უწყობს ხელს.

MONBAT საავტომობილო ინდუსტრიის წამყვანი ბრენდია, რომელიც გამორჩეულად მაღალი ხარისხის აკუმულატორებითაა ცნობილი. კომპანია მუდმივად ზრუნავს პროდუქციის გაუმჯობესებაზე, რითაც უზრუნველყოფს ხარისხის მუდმივ მდგრადობას. საერთაშორისო ბრენდის მრავალწლიანი წარმატება მეტყველებს, რომ პროდუქტის ხარისხი და გამძლეობა გარანტირებულია.

როგორც უკვე შეიტყვე, ახალი აკუმულატორები 30%-იანი ფასდაკლებით თეგეტა მოტორსის ონლაინმაღაზიაში შეგიძლია შეიძინო.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამწუთას საკმარისი თანხა არ გაქვს, ვებგვერდი საშუალებას გაძლევს, მინიმუმ, 100-ლარიან შენაძენზე განვადების ძალიან ხელსაყრელი პირობებით ისარგებლო. საჭიროა მხოლოდ მარტივი რეგისტრაცია მინიმალური ინფორმაციის შევსებით.

გარდა სხვა უპირატესობებისა, თეგეტა ექსპრეს მიწოდებასაც გთავაზობს, შეგიძლია, შეიძინო აკუმულატორები ადგილზე მიტანით ძალიან მცირე დროში. ფაქტობრივად, შეკვეთას გამზადებიდან 1 საათში მიიღებ, რაც ძალიან კომფორტული და სასიამოვნოა თითოეული მომხმარებლისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის გვეწვიე საიტზე: Tegetashop.ge ან დაგვიკავშირდი ნომერზე: 322 26 44 44.