ავტორი:

მომლოცველებით სავსე ავტობუსი ხევში გადავარდა: ერთადერთი გადარჩენილი 8 წლის გოგონაა - ფოტოები აფრიკაში დატრიალებული ტრაგედიის ადგილიდან

მომლოცველებით სავსე ავტობუსი ხევში გადავარდა: ერთადერთი გადარჩენილი 8 წლის გოგონაა - ფოტოები აფრიკაში დატრიალებული ტრაგედიის ადგილიდან

სამხრეთ აფრიკაში ორმოცდახუთი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ავტობუსი 50 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. კატასტროფის ერთადერთი გადარჩენილი 8 წლის გოგონაა - იგი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხელისუფლების ინფორმაციით, მგზავრები მომლოცველები იყვნენ, რომლებიც ბოტსვანის დედაქალაქ გაბორონედან ქალაქ მორიაში სააღდგომო წირვაზე მიემგზავრებოდნენ.

სამხრეთ აფრიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის SABC-ის ცნობით, მანქანამ კონტროლი დაკარგა და ხიდიდან გადავარდა. სამაშველო ოპერაციები ხუთშაბათს გვიან საღამომდე გაგრძელდა.

ტრანსპორტის მინისტრმა სინდისივე ჩიკუნგამ, "გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს" და აღნიშნა, რომ მთავრობა კატასტროფის მიზეზებთან დაკავშირებით სრულ გამოძიებას ჩაატარებს.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკას საგზაო უსაფრთხოების ცუდი მაჩვენებელი აქვს. სააღდგომო გზავნილში პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ მოქალაქეებს სთხოვა, "ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ეს აღდგომა უსაფრთხო იყოს“.