ავტორი:

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სიამის ტყუპი დებიდან ერთი დაქორწინდა - "ები აკონტროლებს მარჯვენა მკლავს და ფეხს": ფოტო და ვიდეო წვეულებიდან

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სიამის ტყუპი დებიდან ერთი დაქორწინდა - "ები აკონტროლებს მარჯვენა მკლავს და ფეხს": ფოტო და ვიდეო წვეულებიდან

ები და ბრიტანი ჰენსელები, თანამედროვეობის ყველაზე ცნობილ დებად ითვლებიან, მათ საერთო მხრები, ხელები, ორი ფეხი და ორი გული აქვთ. ისინი 1990 წელს ამერიკაში, მინესოტის შტატში დაიბადნენ. სირთულის მიუხედავად, მათ ცხოვრების გაგრძელება შეძლეს, ისწავლეს სიარული, მიიღეს განათლება, დადიოდნენ სპორტზე, ჰქონდათ თავიანთი ჰობი და ზოგადად, ცდილობენ, სრულფასოვანი ცხოვრება ჰქონდეთ...

ამჯერად დების ცხოვრებაში სიახლეა - ები დაქორწინდა. მისი რჩეული ჯოშ ბოულინგია, შეერთებული შტატების არმიის ვეტერანი. როგორც ცნობილია, წყვილი 2021 წელს დაქორწინდა, თუმცა საზოგადოებას ამის შესახებ ცოტა ხნის წინ აცნობა.

დები 1990 წელს დაიბადნენ. მშობლებმა ოპერაციის ჩატარებაზე უარი განაცხადეს, რადგან ბავშვების გადარჩენის შანსი მცირე იყო. მათ მდგომარეობას მიზნების მიღწევაში ხელი არ შეუშლია: ტყუპებმა 16 წლის ასაკში მართვის მოწმობის გამოცდა ჩააბარეს, კოლეჯი დაამთავრეს და ევროპაში იმოგზაურეს. ები აკონტროლებს მათ მარჯვენა მკლავს და ფეხს, ხოლო ბრეტანი აკონტროლებს მარცხენა მხარეს.

ისინი საზოგადოებამ პირველად 1996 წელს, "ოპრა უინფრის შოუდან" გაიცნო. ამჟამად ტყუპები მინესოტას ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად მუშაობენ.

მსოფლიოში 80 ათასზე მეტი სიამის ტყუპი ცხოვრობს და ბოლო წლებში, კონკრეტულად 60-იან წლებთან შედარებით, 2.5%-ით მეტი ტყუპი დაიბადა.

სიამის ტყუპები რთული ფენომენია, რომლის შესწავლასაც მეცნიერება დღემდე ცდილობს. მედიცინის მუშაკების ცნობით, არსებობენ ორი სახის ტყუპები - ერთკვერცხისეული და სხვადასხვაკვერცხისეული. პირველები ვითარდებიან ერთი ზიგოტისგან (მათ მონოზიგოტურსაც უწოდებენ), რომელიც ორსულობის ადრეულ სტადიაზე იყოფა ორ ან მეტ იზოლირებულ ნაწილად.

ამათგან თითეული დამოუკიდებელ ორგანიზმად ვითარდება. ჩანასახის ნაწილების არასრული დაცილება იწვევს სიამის ტყუპების განვითარებას. ერთკვერცხისეულ უჯრედებს აქვთ საერთო პლაცენტა, ერთნაირი გენოტიპი, ყოველთვის ერთი სქესისანი არიან, აქვთ სისხლის ერთი და იგივე ჯგუფი და ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. მათ ერთნაირი გემოვნება, ჩვევები და თვისებები აქვთ.