ავტორი:

რომის პაპმა პატიმარ ქალებს ფეხები დაბანა - რიტუალის ბოლოს 87 წლის ფრანცისკე თითოეულ ქალს ფეხზე ეამბორა (ფოტო, ვიდეო)

რომის პაპმა პატიმარ ქალებს ფეხები დაბანა - რიტუალის ბოლოს 87 წლის ფრანცისკე თითოეულ ქალს ფეხზე ეამბორა (ფოტო, ვიდეო)

რომის პაპმა ფრანცისკემ აღდგომის კვირის ფარგლებში ციხე მოინახულა და დიდი ხუთშაბათის რიტუალის დროს, 12 პატიმარ ქალს ფეხები დაბანა. 87 წლის ფრანცისკემ რიტუალი ინვალიდის ეტლში მჯდომარემ შეასრულა, რადგან ბოლო დროს ჯანმრთელობის გაუარესების გამო, დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. რიტუალის ბოლოს, პაპი თითოეულ ქალს ფეხზე ეამბორა.

პაპი ფრანცისკე ყოველ წელს მოგზაურობს რომის ციხეებსა და ლტოლვილთა ბანაკებში. ყოველთვის აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ მღვდლის მთავარი მოვალეობაა ემსახუროს მათ, ვისაც ეს ყველზე მეტად სჭირდება.

"იესო თავმდაბალი იყო. მე აქ ვარ არა იმისთვის, რომ მემსახურონ, არამედ ვემსახურო" - განაცხადა პაპმა.

პატიმრებმა მას ციხის ბაღში მოყვანილი ბოსტნეული და მათ მიერ მოქარგული ორი ლიტურგიული ქუდი აჩუქეს, პაპისგან კი საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ვატიკანი 2 კათოლიკე მამაკაცს არჩევდა ცერემონიისთვის. თუმცა, პაპ ფრანცისკეს გადაწყვეტილებით, ცერემონიაში ჩართვის საშუალება ქალებსაც მიეცათ.