ავტორი:

Tesla-ს მომავალი კონკურენტი? - როგორი იქნება Xiaomi-ს "საოცნებო მანქანა" და რა ეღირება ის (ფოტოები)

Tesla-ს მომავალი კონკურენტი? - როგორი იქნება Xiaomi-ს "საოცნებო მანქანა" და რა ეღირება ის (ფოტოები)

Xiaomi-მ ხუთშაბათს წარადგინა თავისი ახალი ელექტრო მანქანა - ახალი Speed ​​Ultra 7 (SU7) სედანი. პოპულარული ჩინური სმარტფონების ბრენდის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ლეი ჯუნმა განაცხადა, რომ კომპანიის პირველი ელექტრო მანქანა ქვეყანაში 215,900 იუანად (29,874 აშშ დოლარი) 299,900 იუანამდე (41,497 აშშ დოლარი) გაიყიდება.

"Xiaomi-ს სურს შექმნას "საოცნებო მანქანა“, რომელიც პორშესა და ტესლას მსგავსი იქნება. თუ ჩვენ გვინდა შევქმნათ კარგი მანქანები, მაშინ ვისწავლოთ ამ ორი საუკეთესო ავტომწარმოებლისგან ბევრ რამ უნდა ვისწავლოთ,” - დასძინა მან.

კომპანიის განცხადებით, ავტომობილი პრემიუმ მომხმარებლებზეა გათვლილი და კონკურენციას გაუწევს უცხოელ მწარმოებლებს: იმპორტირებული Porsche Taycan-ის ფასი ჩინეთში 898 000 იუანიდან (124 248 დოლარი) იწყება. Tesla-ს Model S კი 698,900 იუანიდან (96,700 დოლარი).

ჩინეთში ელექტრომობილების ფასი გაცილებით დაბალია. მაგალითად, BYD-ის ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი, Seagull ჰეჩბეკი, მხოლოდ 69,800 იუანი (9,658 დოლარი) ღირს.

ავტომობილის გაყიდვა ხუთშაბათს, პეკინის დროით საღამოს 10 საათზე დაიწყო და 27 წუთში კომპანიამ 50000 შეკვეთა მიიღო.

Xiaomi-მ სახელი გაითქვა როგორც სმარტფონებისა და სხვა სამომხმარებლო ელექტრონიკის მწარმოებელმა კომპანიამ, თუმცა 2021 წელს გამოაცხადა, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს შვილობილ კომპანიაში, რომელიც ორიენტირებულია ჭკვიან ელექტრომობილებზე.