ავტორი:

"ასაკის მატება სირცხვილი არ არის!" - 56 წლის ჯულია რობერტსის 10 ცხოვრებისეული პრინციპი

"ასაკის მატება სირცხვილი არ არის!" - 56 წლის ჯულია რობერტსის 10 ცხოვრებისეული პრინციპი

ჯულია რობერტსმა უამრავი დასამახსოვრებელი როლი შექმნა და მაყურებელს თავი განსაკუთრებით შეაყვარა. მსახიობი 56 წლისაა, დღემდე მთავარ როლებს სთავაზობენ და მისი მონაწილეობით ფილმები ყოველთვის პოპულარული და მოთხოვნადია. ჯულიამ ყველას დაუმტკიცა, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ასაკი დაბრკოლება არ არის. მაშინ, როცა ყველა ჰოლივუდში დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე საუბრობს და არაერთმა მსახიობმა აღნიშნა, რომ 40 წლის ასაკის შემდეგ მათთან თანამშრომლობაზე ბევრმა რეჟისორმა უარი თქვა, რობერტსი ერთგვარად ამ სტერეოტიპებსაც ამსხვრევს. ხშირად აქვეყნებს ბუნებრივ ფოტოებს და ის ისეთივე კაშკაშა და გამორჩეულია, როგორც ოფიციალურ ღონისძიებებსა და წითელ ხალიჩებზე. დღეს გაგიზიარებთ რამდენიმე მნიშვნელოვან მიდგომას, რომლებიც შესაძლოა, სწორედ ჯულიას ცხოვრების სტილიდან შთაგონებად ვაქციოთ:

  • "ასაკის მატება სირცხვილი არ არის!"

როდესაც მსახიობი 50 წლის გახდა, თქვა: "არ მესმის, რატომ უნდა ვიფიქრო, რომ ეს საშინელებაა. პირიქით, ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ."

ჯულიამ პლასტიკურ ქირურგიისა და სხვადასხვა გამაახალგაზრდავებელი პროცედურის ჩატარებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ბუნებრივად და მოხდენილად დაბერება სურს:

"მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იცოდნენ, როდის ვარ გაბრაზებული, როდის ვარ ბედნიერი და როდის - ნაწყენი. ჩვენი სახე ისტორიას ინახავს", - თქვა ჯულიამ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ არ მიმართავს სხვადასხვა პროცედურას.

  • შეურაცხმყოფელი კომენტარებიც კი შესაძლოა, საკუთარ ძალად გადააქციო

ჯულიამ შესანიშნავად იცის, როგორ დაიცვას თავი, როდესაც მას შეურაცხმყოფელ კომენტარებს უწერენ. მაგალითად, ერთ-ერთ მომხმარებელს რობერტსის ფრჩხილის ლაქი არ მოეწონა და თქვა, რომ შავი ცუდი გადაწყვეტილება იყო და არაპროფესიონალის გაკეთებულს ჰგავდა. მსგავს კომენტარებს ჯულია ყოველთვის იუმორით პასუხობს და თაყვანისმცემლებს ამხიარულებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი დაწერა, რომ ფრჩხილის ლაქი შავი კი არა, ლურჯი იყო, კრისტალებით. "თქვენ, ალბათ, გინდოდათ, დაგეწერათ, რომ "საუცხოო ფრჩხილის ლაქია." - იხუმრა ჯულიამ

  • უნდა ჩაიცვა ის, რაც მოგწონს და არა მაინცდამაინც ის, რასაც მოდა გკარნახობს

გააგრძელეთ კითხვა