ავტორი:

ფრინველის გრიპის აფეთქება მსხვილფეხა პირუტყვში - უსაფრთხოა თუ არა რძის დალევა: ამერიკელი მკვლევარების მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

ფრინველის გრიპის აფეთქება მსხვილფეხა პირუტყვში - უსაფრთხოა თუ არა რძის დალევა: ამერიკელი მკვლევარების მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, ტეხასისა და კანზასის შტატში მდებარე ოთხ რძის ფერმაში ძროხებს მაღალი პათოგენური ფრინველის გრიპის ტესტი დადებითი აღმოჩნდა. შემთხვევები დადასტურდა ნიუ-მექსიკოს შტატშიც, თუმცა ოფიციალურ პირებს რძის ფერმებისა და ძროხების რაოდენობის შესახებ ჯერ არ განუცხადებიათ.

როგორც ჩანს, მეცნიერებმა, რომლებიც მუშაობენ ეპიდემიის გამოსაკვლევად, აღმოაჩინეს გრიპის ვირუსის კვალი ძროხის რძის რამდენიმე ნიმუშში, სანამ ის პასტერიზდებოდა.

  • ვეტერინარი და მკვლევარი ილიონოისის უნივერსიტეტში, ჯიმ ლოუ The New York Times-თან აცხადებს, რომ ვიზუალურად დაინფიცირებული რძე სქელი მასაა და სიროფს ჰგავს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს პროდუქტი მაღაზიის თაროებზე მოხვდება, პასტერიზაცია მას ვირუსებისგან დაიცავს. 1990-იანი წლების ბოლოდან მეცნიერებმა გამოთქვეს ჰიპოთეზა, რომ ფრინველის გრიპი შესაძლოა, პირუტყვს გადაეცეს ადამიანებისგან ან სხვა ცხოველებისგან, მაგრამ ამის აშკარა მტკიცებულება არ არსებობდა.

1999 წელს კი კვლევამ აჩვენა მტკიცებულება, რომ ძროხები, რომლებიც რძეს შემცირებულად იწველებოდნენ, ინფექციის ნიშნებს აჩვენებდნენ.თუმცა, ბოლოდროინდელი შემთხვევა, რომელიც აშშ-ის რძის ფერმებში დაფიქსირდა, ისტორიულად უნიკალურია. ჯერჯერობით, მან გავლენა მოახდინა დაახლოებით ოთხ რძის ფერმაზე და თითოეული დაზარალებული ნახირის მხოლოდ 10%-ზე.

ზოგიერთმა ფერმერმა შენიშნა გარდაცვლილი გარეული ფრინველი მათ საკუთრებაშიც, რაც იმაზე მეტყველებს, რომ წყარო გადამფრენი ფრინველებიდან მოვიდა. საბედნიეროდ, ამ დრომდე არცერთი ძროხა არ მომკვდარა ვირუსით, მაგრამ ინფექცია იწვევს რძის წარმოების მკვეთრ ვარდნას, ზოგჯერ 40%-მდე, რაც ჩვეულებრივ ერთი კვირიდან 10 დღემდე გრძელდება...წყარო

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი