ავტორი:

სანაპიროებზე ასობით ზღვის ვარსკვლავი გამოირიყა - რას ამბობენ ბიოლოგები გამომწვევ მიზეზებზე?

სანაპიროებზე ასობით ზღვის ვარსკვლავი გამოირიყა - რას ამბობენ ბიოლოგები გამომწვევ მიზეზებზე?

დენბიგშირის სანაპიროებზე ასობით ზღვის ვარსკვლავი გამოირიყა. ადგილობრივმა მოქალაქემ ისინი სეირნობისას შენიშნა.

"სამწუხაროა. ჩემმა მეუღლემ, მიშელმა ქვიშაზე ზღვის ვარსკვლავი შენიშნა, მიმოვიხედე და დავინახე, რომ სანაპირო სავსე იყო. თავიდან გვეგონა, რომ ყველა მკვდარი იყო, მაგრამ ზოგი მოძრაობდა", - ამბობს სტუარტ უიმბლი.

საზღვაო ბიოლოგის, გემ სიმონსის განცხადებით, ძლიერი შტორმები, რომლებიც კლიმატის ცვლილების გამო სულ უფრო ხშირად ხდება, ზღვის ცხოველების პლაჟებზე გამორიყვას იწვევს. მისივე ვარაუდით, შესაძლოა, ყველაფრის მიზეზი ვარსკვლავური სროლა იყოს - როდესაც ზღვის ვარსკვლავი პარაშუტებივით იხვევა და მოქცევის დინებით ცურავს.

"ისინი ამას უკეთეს საკვებ ადგილებამდე მისასვლელად ან გასამრავლებლად აკეთებენ" - აღნიშნავს სიმონსი. შესაძლოა, სწორედ ამ პროცესს დაემთხვა ქარიშხალი, რამაც მათი დაღუპვა გამოიწვია.

ზღვის ვარსკვლავი - უხერხემლოთა კლასს მიეკუთვნება. უმრავლესობა მტაცებელია. ზოგს შეუძლია გადმოაბრუნოს კუჭი, შემოეხვიოს მსხვერპლს და სხეულის გარეთ მოინელოს. ზღვის ვარსკვლავების უმრავლესობა ცალსქესიანია. განვითარება მეტამორფოზით მიმდინარეობს, ზოგი ცოცხალმშობია. მათ კარგად განვითარებული რეგენერაციის უნარი აქვთ. გავრცელებულნი არიან ყველა ზღვასა და ოკეანეში.

წყარო: BBC