ავტორი:

ნიდერლანდებში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა და აფეთქებით იმუქრება - "150 სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა"

ნიდერლანდებში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა და აფეთქებით იმუქრება - "150 სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა"

ნიდერლანდების ქალაქ ედეში შეიარაღებულმა პირმა 5 მძევალი აიყვანა. დანებით შეიარღებული მამაკაცი ღამის კლუბ Café Petticoat-ში დილის საათებში შევიდა და თავის აფეთქებით იმუქრებოდა. სამართალდამცველების ცნობით, ჯერჯერობით მომხდარში ტერორისტული მოტივი არ იკვეთება.

ედეს პოლიციის თქმით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული და ბართან ახლოს მდებარე 150 სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა თავის ვებსაიტზე განაცხადა, რომ ქალაქის ცენტრი დაკეტილია და შემთხვევის ადგილზე სპეცრაზმი და ასაფეთქებელი ნივთიერებების ექსპერტები იმყოფებოდნენ.

დამნაშავე პოლიციამ დააკავა. მისი ვინაობა ჯერჯერობით გასაჯაროებული არ არის. როგორც გაირკვა, მძევლები კაფეს თანამშრომლები იყვნენ - ყველა მათგანი გათავისუფლებულია.