ავტორი:

"გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც "ლევანტეს" სიამაყეა, გერმანიაში მიდის..." - რას წერს ესპანური გამოცემა?

"გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც "ლევანტეს" სიამაყეა, გერმანიაში მიდის..." - რას წერს ესპანური გამოცემა?

ესპანურმა კლუბებმა "ვალენსიამ" და "ლევანტემ" გუნდებში დაბრუნებულ ქართველ ლეგიონერებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყეს და სოციალურ ქსელში მილოცვასთან ერთად, მათი ვიდეოებიც გამოაქვეყნეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ფეხბურთელების კლუბები საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ყველგან განსაკუთრებით გვილოცავენ...

გიორგი მამარდაშვილმა ვიდეოში თქვა, რომ ის ახლა მთლიანად შაბათის მატჩზე გადაერთვება, როცა ჩვენი დროით 21:30 საათზე დაიწყება და "ვალენსია" "მალიორკას" უმასპინძლებს.

რაც შეეხება გიორგი ქოჩორაშვილს, მის "ლევანტეს" ჯერ კიდევ აქვს შანსი, ექვსეულში მოხვდეს და "ლა ლიგა 1" -ში გადასასვლელად იბრძოლოს. ამისთვის "ვალიადოლიდის" სტუმრად დამარცხება, რომელიც მათ 4 ქულით უსწრებს, უმნიშვნელოვანესი იქნება - დღეს ეს დაპირისპირება თბილისის დროით 17:00 საათზე იწყება.

ქართველი ნახევარმცველის გუნდს, რომელმაც გულშემატკივრების განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა, უახლოეს მოწინააღმდეგესთან ბოლო 7 მატჩია, არ წაუგია.

"გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველად იქნება დიდ კონტინენტურ ტურნირზე მას შემდეგ, რაც საბერძნეთს პენალტების სერიაში სძლია. ჩვენმა "ქოჩომ" თამაშის 120 წუთი ითამაშა და გადამწყვეტ რაუნდში თერთმეტმეტრიანიც დაარტყა", - ვკითხულობთ "ლევანტეს" ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე".

მის შესახებ სტატია გამოაქვეყნა გამოცემა superdeporte.es - მა, რომელშიც ვკითხულობთ:

"გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც "ლევანტეს" სიამაყეა, გერმანიაში მიდის, ის კონტინენტურ ტურნირზე საქართველოსთან ერთად ითამაშებს. ეს ქვეყანა ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია. მან საბერძნეთის თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხების შემდეგ ამ დიდ ფორუმში მონაწილეობის უფლება დამსახურებულად მოიპოვა "ლევანტეს" ახალგაზრდა მოთამაშემ არა მხოლოდ პირველი და უმნიშვნელოვანესი პენალტი გაიტანა, არამედ მთელი თამაშის განმავლობაში მოედანზე უდიდესი სამუშაო შეასრულა და უდავოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ისტორიულ წარმატებაში.

"ლევანტე" გულშემატკივარი ინტერესით აკვირდებოდა კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის ეროვნულ ნაკრებში თამაშს და გულშემატკივრობდა. სასიხარულოა, რომ ის ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე და თავისი გუნდის ერთ-ერთი ქვაკუთხედი იქნება".

ნახეთ ასევე: