ავტორი:

სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ქალს, რომელმაც 16 თვის შვილი 10 დღით მარტო დატოვა და მეგობარ მამაკაცთან ერთად სამოგზაუროდ წავიდა

სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ქალს, რომელმაც 16 თვის შვილი 10 დღით მარტო დატოვა და მეგობარ მამაკაცთან ერთად სამოგზაუროდ წავიდა

ამერიკელ ქალს შვილის მკვლელობის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა მიესაჯა - 32 წლის კრისტელ კანდელარიომ 16 თვის ბავშვი 10 დღე სახლში მარტო დატოვა და მეგობარ მამაკაცთან ერთად სამოგზაუროდ წავიდა.

კუიაჰოგას ოლქის პროკურატურის ცნობით, როდესაც მოგზაურობიდან დაბრუნებულს ბავშვი უგონო მდგომარეობაში დახვდა, პოლიცია გამოიძახა. სამედიცინო ექსპერტის განცხადებით, ბავშვი შიმშილითა და გაუწყლოებით გარდაიცვალა.

სასამართლომ კანდელარიოს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ადვოკატის განცხადებით მას ფსიქიკური პრობლემები აქვს.

”თქვენ ჩაიდინეთ ღალატის საბოლოო აქტი, დატოვეთ თქვენი ბავშვი შეშინებული, მარტო, დაუცველი" - განაცხადა მოსამართლე ბრენდან შიჰანმა.

კანდელარიოს უფროსი ქალიშვილიც ჰყავს. უცნობია, სად იმყოფებოდა იგი დედის არყოფნის დროს. ქალმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ბავშვის სიკვდილმა "დიდი ტკივილი" მიაყენა და იმედოვნებს, რომ მშობლები და ქალიშვილი ამ დანაშაულს აპატიებენ.

"არ ვცდილობ ჩემი ქმედებების გამართლებას, მაგრამ არავინ იცის, როგორ ვიტანჯებოდი და რას განვიცდიდი”, - თქვა კანდელარიომ.

წყარო: washingtonpost