ავტორი:

ჩვილ ბავშვთა რძე სულ უფრო მოთხოვნადი ხდება, მაგრამ იცით რისგან შედგება ის?

ჩვილ ბავშვთა რძე სულ უფრო მოთხოვნადი ხდება, მაგრამ იცით რისგან შედგება ის?

ჩვილ ბავშვთა რძე, ე.წ. ფორმულა სულ უფრო პოპულარული ხდება. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 2005 წლიდან დღემდე მასზე მოთხოვნა 200%-ით არის გაზრდილი და დიდი ალბათობით, ზრდა გაგრძელდება.

როგორც წესი, ჩვილ ბავშვთა რძე ბაზარზე 0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. ის ულტრა დამუშავებულია და შეიცავს:

  • უცხიმო რძის ფხვნილი (ძროხის, სოიოს ან თხის)
  • მცენარეული ზეთი
  • შაქარი
  • ემულგატორები (ტექსტურის გასაუმჯობესებლად)
  • ვიტამინები და მინერალები.

როგორც წესი, მასში ნაკლებია კალციუმი და ცილა, ხოლო შაქარი გაცილებით მეტი. შესაძლოა, ბავშვის რძის ერთი ულუფა იმდენივე შაქარს შეიცავდეს, რამდენიც გამაგრილებელი სასმელი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ფასი - როგორც წესი, ის საშუალოზე ძვირი ღირს.

როგორ გახდა ფორმულა ასეთი პოპულარული?

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვილ ბავშვთა რძე უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობითაა გაყიდული. მშობლებს ეუბნებიან, რომ ჩვილის რძე ჯანმრთელია და უზრუნველყოფს დამატებით კვებას. კარგად შეფუთული მარკეტინგი კი არწმუნებს მშობლებს, რომ ის სარგებელს მოუტანს მათი შვილის ზრდა-განვითარებას, ტვინის ფუნქციონირებას და იმუნურ სისტემას.

თუმცა, ჯანმო საზოგადოებრივი ჯანდაცვის აკადემიკოსებთან ერთად, წლების განმავლობაში ავლენს შეშფოთებას პატარების რძის მარკეტინგის შესახებ.

არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ კომერციული რძის ფორმულის მარკეტინგი, მათ შორის ჩვილ ბავშვთა რძე, ნეგატიურ გავლენას ახდენს მშობლებზე, ხოლო თავად საკვები არც ისე სასურველია ბავშვის ჯანმრთელობისთვის.

მათი მტკიცებით, იდეალური იქნებოდა მთავრობის მიერ აღსრულებული მარკეტინგული შეზღუდვები, განსხვავებით ინდუსტრიის თვითრეგულირებისგან, რომელიც ამჟამად ჩვილ ბავშვთა ფორმულებზე მოქმედებს...წყარო

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი