ავტორი:

რუსეთში აცხადებენ, რომ დაღესტანში სამი ტერორისტი დააკავეს - "ისინი ტერორისტული დანაშაულების ჩადენას გეგმავდნენ“

რუსეთში აცხადებენ, რომ დაღესტანში სამი ტერორისტი დააკავეს - "ისინი ტერორისტული დანაშაულების ჩადენას გეგმავდნენ“

დაღესტანში, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სამი ადამიანი დააკავეს, რომლებიც ტერაქტებს გეგმავდნენ, - ინფორმაციას რუსული მედია ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის საინფორმაციო ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ამ დილით მახაჩყალასა და კასპიისკში ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელობით ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის დროს, უსაფრთხოების ორგანოებმა დააკავეს სამი ბანდიტი, რომლებიც ტერორისტული დანაშაულების ჩადენას გეგმავდნენ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

  • მათივე ინფორმაციით, დაკავებისას დამნაშავეებისგან ავტომატური იარაღი, საბრძოლო მასალა და გამოსაყენებლად მზა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ოპერაციის დროს არავინ დაშავებულა.

ცნობისთვის, დღეს დილით რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მახაჩყალასა და კასპიისკის საცხოვრებელ უბნებში, რამდენიმე ბინაში სპეცრაზს ტერორისტები ჰყავდა დაბლოკილი.