ავტორი:

ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ბინაში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

მეზობლების ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლში ავეჯს გაუჩნდა, რის შედეგადაც ერთმა ადამიანმა დამწვრობა მიიღო.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფია მობილიზებული და დაშავებულის კლინიკაში გადაყვანის პროცედურები მიმდინარეობს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ადგილზე მაშველი-მეხანძრეები იმყოფებიან, ხოლო ბინაში ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.